რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
მთავარი ჩვენს შესახებ დახმარება წესები კონტაქტი
loading ...
სიახლეები 10/03/2010
10/03/10 18:00
გალასით დაინტერესება

მიუხედავად უილიამ გალასის ასაკისა (32 წელი), მისით არაერთი ევროპული გუნდია დაინტერესებული. ყველაზე მეტად გალასის გადაბირება ფეხბურთელის სამშობლოში, საფრანგეთში სურთ. "ბორდო", "მარსელი", პსჟ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ "სამფეროვანთა" ნაკრების ერთ-ერთი ლიდერთაგანი ხელში ჩაიგდონ, მაგრამ როგორც ჩანს, გალასთან შელევას არ აპირებს ლონდონის "არსენალი" და მისი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი. "მეთოფეებმა" გალასს უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი. შეგახსენებთ, არსებული ხელშეკრულებით ფეხბურთელი "ემირეით სთედიუმზე" მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დარჩეს. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტი გახანგრძლივდება, გალასის ჯამაგირი 25%-ით გაიზრდება. როგორც ქვემოთ მოყვანილი კომენტარიდან შეიტყობთ, უილიამ გალასი აღნიშნულმა შეთავაზებამ ძალიან გაახარა და ფაქტობრივად გადაწყვეტილიცაა, რომ იგი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს. `მართალია, ახლა სეზონი დასკვნით ფაზაში შედის და ჩემი მთავარი საზრუნავი დარჩენილი შეხვედრების მაღალ დონეზე ჩატარებაა, მაგრამ არ დავმალავ და ვიტყვი, რომ "არსენალის" შემოთავაზებამ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ძალიან გამახარა. დიდი მადლობა მთელ გუნდს და პირადად არსენ ვენგერს. სიმართლეს ვიტყვი, რომ კარიერას სიამოვნებით დავასრულებდი ამ გუნდში და შემდეგ "არსენალში" დავრჩებოდი სამუშაოდ", - განაცხადა უილიამ გალასმა.

წყარო:
10/03/10 17:00
შესაძლო დასასრული

შესაძლოა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს "შტუტგარტის" მეკარე იენს ლემანმა კარიერა დაასრულოს. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ლემანმა უკვე გააკეთა განცხადება. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, შვაბებს ლემანის შემცვლელის მოძებნა მოუწევთ და როგორც ირკვევა, ასეთთა შორის პირველი გამოცდილი მარკუს მილერია, რომელმაც "შტუტგარტთან" არსებული მოლაპარაკება საჯაროდ დაადასტურა: "იენს ლემანი დიდი მეკარეა და მისი შეცვლა იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ "შტუტგარტის" დონის გუნდს უარს ნამდვილად ვერ ვეტყვი". როგორც ირკვევა, "შტუტგარტის" ბოსები ახალი მეკარის შეძენით დიდად დაინტერესებულები არ ყოფილან, მაგრამ მილერის გადმობირება კატეგორიულად მოუთხოვია "შტუტგარტის" თავკაც კრისტიან გროსს. ჯერჯერობით არ სახელდება თანხა, რომელსაც ახალი მეკარის სანაცვლოდ გადაიხდის "შტუტგარტი", მაგრამ სავარაუდოდ მილერის შეძენა შვაბებს 2 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ.

წყარო:
10/03/10 16:00
მოსალოდნელი დისკვალიფიკაცია

ორშაბათს პრემიერლიგის გადადებულ შეხვედრაში "ლივერპული" "უიგანთან" დამარცხდა. შეხვედრის 82-ე წუთზე კი მატჩის მიმდინარეობით უკმაყოფილო ლივერპულელთა კაპიტანი მსაჯს ხშირად ეკამათებოდა და ამის გამო ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ამან ჯერარდი საერთოდ გაახელა და მან შეხვედრის არბიტრს უხამსი ჟესტი უჩვენა, მაგრამ ყოველივე ეს მსაჯისთვის შეუმჩნეველი გახდა. სამაგიეროდ ეს ვიდეოკამერებმა დააფიქსირა და უახლოეს დღეებში სადისციპლინო კომიტეტი ამ საქმის საგანგებო გარჩევას მოაწყობს. სავარაუდოდ, სტივენ ჯერარდს რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფინანსური სანქცია არ ასცდება. ყოველივე ამასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელმა შემდეგი განაცხადა: "ფეხბურთი ემოციური თამაშია და ემოციებს ხშირად ვერ ვთოკავთ. ასე მოხდა ამჯერადაც. ვფიქრობ, ქვეყანა არ დამიქცევია, მაგრამ სასჯელს ნამდვილად ვიმსახურებ. გული მწყდება, რომ ჩემი თანაგუნდელები დავაღალატე. ბოდიშს ვიხდი როგორც მსაჯის, ასევე გულშემატკივრების წინაშე". გუნდის თავკაცმა რაფა ბენიტესმა კი თავისი კაპიტნის დაცვა სცადა. "უიგანთან" შეხვედრაში ისეთი საშინელი მსაჯობა იყო, რომ ჯერარდმა და ჩემმა სხვა ფეხბურთელებმა კიდევ კარგად შეიკავეს თავი".

წყარო:
10/03/10 15:00
მორიგი შეთავაზება

როგორც ჩანს, კვლავ გრძელდება ისტერია ფრენკ რიბერისთან დაკავშირებით. გერმანული და ესპანური ინტერნეტსაიტების მტკიცებით, კატალონიურმა გრანდმა "ბარსამ" ბავარიელებს მორიგი წინადადებით მიმართა რიბერის გადაბირებასთან დაკავშირებით. კატალონიელები თმობენ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ამომავალ ვარსკვლავს ბოიან კრკიჩს და ზედ 30 მილიონ ევროსაც აყოლებენ. გეტყვით იმასაც, რომ "ბაიერნის" თავკაცი ლუი ვან გაალი კრკიჩის დიდი თაყვანისმცემელია და ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია. სამაგიეროდ ბოიანს არ სწყალობს "ბარსას" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა და მას იშვიათად ათამაშებს, ისიც მხოლოდ შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ესპანური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს გუნდის გამოცვლა სურდეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფრენკ რიბერიმ მხოლოდ ის თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის სეზონს `ბაიერნში~ დაასრულებს, შემდეგ კი ნებისმიერი ვარიანტის განხილვა შეიძლება. ძველებურად ჯიუტები აღარ არიან ბავარიელთა ბოსები, რომლებიც აქამდე დაუფარავად აცხადებდნენ, რომ რიბერი არ იყიდებოდა. როგორც ჩანს, არსებული სიტუაცია მათაც ყელში ამოუვიდათ და სათანადო შეთავაზების შემთხვევაში ფრანგ ვარსკვლავს შეელევიან. ახლა საქმე ისაა, "ბაიერნს" ყველაზე მეტად რომელი გრანდი დააინტერესებს. "ბარსას" გარდა რიბერის გადაბირება "რეალს", "მანჩესტერსა" და "მანჩესტერ სიტისაც" სურს.

წყარო:

პირადი ანგარიში

მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებლებისათვის

მომხმარებლის მენიუ

მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებლებისათვის
ფანჯრის დახურვა
Hide user bar
Copyright © Adjarabet 2006. Designed by Radical Studio