რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
მთავარი ჩვენს შესახებ დახმარება წესები კონტაქტი
loading ...
 

საქართველოს ბანკი
პარტნიორი ბანკი
ტოტალიზატორი “აჭარაბეთის” ინტერნეტით გათამაშების წესები
  1. Top I. ზოგადი დებულება
    1. 1.1 ტოტალიზატორ “აჭარაბეთის”–გათამაშების მონაწილის (შემდეგში მოთამაშე”) მიზანია სპორტული შეჯიბრის ან/და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო მოვლენათა შედეგის გამოცნობა, “აჭარაბეთის” მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით. სპოტული შეჯიბრების ყველა ფსონი ეხება მატჩის ძირითად დროს (გარდა: “გასვლა შემდეგ ეტაპზე”, ასევე შესაძლებელია მითითებული იყოს სხვა პირობები). ”ძირითადი დრო” - არ განიხილება- ”მატჩის შემდეგი დამატებითი დრო” (დამატებითი ტაიმი, პენალტების სერია) ”ოვერტაიმი” და ა.შ.
    2. 1.2 ყველა მოთამაშე ვალდებულია “აჭარაბეთის” ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს.
    3. 1.3 მოთამაშისათვის რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს თანხმობას “აჭარაბეთის” მიერ დადგენილი გათამაშების წესების მიმართ.
    4. 1.4 გათამაშების წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ფსონის ან ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად, მოთამაშეს არ ანთავისუფლებს ფსონიდან გამომდინარე ვალდებულებებისაგან.
    5. 1.5 ტოტალიზატორ “აჭარაბეთში” რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც ამ პერიოდისათვის უკვე შეუსრულდა 18 წელი და ეთანხმება ტოტალიზატორ “აჭარაბეთის” გათამაშების წესებს.
    6. 1.6 ტოტალიზატორ “აჭარაბეთის” ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შედეგად მოთამაშის მიერ შეყვანილი “პაროლი” არის საიდუმლო და სასტიკად იკრძალება მისი გასხვისება და მოთამაშის მიერ მისი გადაცემა მესამე პირზე. “პაროლის” უსაფრთხოებაზე უშუალო პასუხისმგებელი თვითონ მოთამაშეა. “პაროლის” დაკარგვის, მისი სხვა პირზე გადაცემისა და მოპარვის შემთხვევაში მიყენებულ ზარალზე ტოტალიზატორი “აჭარაბეთი” სრულად იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უშუალოდ მოთამაშეს ეკისრება.
    7. 1.7 მოთამაშის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც ტოტალიზატორ “აჭარაბეთს” მიადგება ფინანსური ან/და მორალური ზიანი, შეილახება მისი “საქმიანი რეპუტაცია”, ის იტოვებს უფლებას:
      • გააუქმოს ან/და დაუბლოკოს ვებ-გვერდზე შემოსვლა;
      • აუკრძალოს ფსონის დადება ან/და გააუქმოს უკვე დადებული ფსონი;
      • საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს “თაღლითობის ფაქტის” შესასწავლად მასზე რეაგირების მიზნით;
      • სასამართლოს გზით მოსთხოვოს მოთამაშეს მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
    8. 1.8 ტოტალიზატორი “აჭარაბეთი” იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას მოთამაშეს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან/და ფსონის დადებაზე და ამავდროულად არ მისცეს მას განმარტება უარის მიზეზზე.
    9. 1.9 მომხმარებლის მიერ, ელექტრონული სისტემებიდან (მომენტალური გადახდის აპარატები, ინტერნეტ-გადახდა და სხვა), დეპოზიტის შევსების მომენტში თანხის სხვა პირად ნომერზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში, ”აჭარაბეთის” ადმინისტრაცია იხსნის ყოველგავრ პასუხისმგებლობას, აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან/და გადატანასტან დაკავშირებით. შეცდომით, სხვა პირად ნომერზე გადარიცხული თანხის დაბრუნება მომხმარებლისათვის შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
    10. 1.10 მომხმარებლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა) შეცვლის შემთხვევაში ”აჭარაბეთის” ადმინისტრაცია იტოვების უფლებას ცვლილების შედეგად რეგისტრირებულ მომხმარებელზე არ გასცეს მოგებული თანხა, ცვლილების მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. მოგებული თანხის აღება ”აჭარაბეთის” ინტერნეტ-სალროდან შესაძლებელია მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ ან/და ცვლილებამდე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ნოტარიალური მინდობილობის საფუძველზე.
  2. Top II. ფსონის დადება
    1. 2.1 ტოტალიზატორი “აჭარაბეთი” მიმდინარე ფსონებს იღებს მის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე;
    2. 2.2 ფსონი მიიღება ლარებში;
    3. 2.3 მინიმალური ფსონი შეადგენს 0.25 ლარს;
    4. 2.4 “აჭარაბეთი” იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს მინიმალური და მაქსიმალური ფსონის ოდენობა. მინიმალური ფსონის ცვლილება წერილობით სახით იქნება შეთანხმებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მომსახურების დეპარტამენტის სათამაშო ბიზნესისი რეგულირების სამმართველოსთან.
    5. 2.5 ერთ ბილეთზე შასაძლო მოგება (ან რამოდენიმე ერთნაირ ბილეთზე), არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. თუ ბილეთზე (ან ერთნაერი ბილეთების ჯამზე), მოგება აღემატება ნებადართულ ზღვარს, ის ჩაითვლება 30 000 ლარად. ფსონები, რომელთა სავარაუდო მოგება აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, უნდა შეთანხმდეს ადმინისტრაციასთან.
    6. 2.6 ტოტალიზატორი ”აჭარაბეთი” იტოვებს უფლებას არ მისცეს მოთამაშეს ერთი და იმავე ბილეთის რამდენჯერმე დადების საშუალება;
    7. 2.7 კოეფიციენტის ნამრავლი არ უნდა აღემატებოდეს 1000-ს. იმ შემთხვევაში თუ კოეფიციენტის ნამრავლი აღემატება ნებადართულ ზღვარს, ის ჩაითვლება 1000-ად. შესაბამისად დადებული თანხა გადამრავლდება აღნიშნულ კოეფიციენტზე;
    8. 2.8 ფსონი მიიღება როგორც ცალკეულ მატჩებზე, ასევე რამდენიმე მატჩის შედეგის გამოცნობაზე. თუ ფსონი დადებულია რამდენიმე მატჩის შედეგის ერთდოულად გამოცნობაზე, მოგების კოეფიციენტი შეადგენს ცალკეული შედეგების შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლს;
    9. 2.9 ზოგ შემთხვევაში მატჩში მონაწილე გუნდების გასწვრივ შეიძლება მითითებული იყოს ანგარიში (ჰანდიკაპი). ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მატჩის შედეგი განისაზღვრება ამ ანგარიშის გათვალისწინებით.
    10. 2.10 ერთი და იგივე წყვილის სხვადასხვა სახით გამოყენება ერთ ბილეთში არ შეიძლება (მაგ: ჩელსი-ლიდსი 2:0 და ჩელსი-ლიდსი 1, ან/და ჩელსი-ლიდსი 1 და ჩელსი-ლიდსი 0:1).
  3. Top III ფსონის გაუქმება
    1. 3.1 ფსონი გაუქმებულად ითვლება და თანხა მოთამაშეს უბრუნდება იმ შემთხვევაში თუ:
      1. 3.1.1 ფსონი დადებულია მატჩის დაწყების შემდეგ;
      2. 3.1.2 შეხვედრა არ ჩატარდა ან/და გადაიდო 2 დღეზე მეტი ხნით (მაგ. თამაში არ ჩატარდა 17–რიცხვში, შესაბამისად დროის ათვლა დაიწყება 18-ი რიცხვიდან და ის მოცავს 19 რიცხვეს. ანუ მატჩი თუ არ განახლდა და/ან არ დაიწყო 19 რიცხვის 24.00 საათამდე ფსონი გაუქმებულად ითვლება). (შემდეგ ეტაპზე გასვლის ფსონები უქმდება თუ მატჩი გადაიდო 3 კვირაზე მეტი ხნით).
      3. 3.1.3 მატჩი ჩაიშალა ან/და არ დაფიქსირდა საბოლოო შედეგი (2 დღის განმავლობაში). იმ შემთხვევაში თუ ჩაშლილი მატჩი არ შედგა 2 დღის განმავლობაში (გაგრძელდა ან ხელახა დაიწყო), ის პოზიციები, რომლებიც მატჩის ჩაშლის მომენტისთვის იყო გარკვეული და რომლებზეც, მატჩის შემდგომ განვითარებას გავლენის მოხდენა არ შეეძლო ითვლება დაფიქსირებულად. ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე კოეფიციენტი 1.0 ტოლია. იმ შემთხვევაში თუ მატჩი ჩაიშალა და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა, ჩაშლის მომენტიდან (შედგა), ყველა ფსონი ძალაში რჩება საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე. იმ შემთხვევაში თუ მატჩი ჩაიშალა და 2 დღის განმავლობაში ხელახლა დაიწყო, ყველა შედეგი დაფიქსირდება საბოლოო მატჩის შედეგის მიხედვით (განმარტება ”ცოცხალი”, იხილეთ დამატებით).
      4. 3.1.4 შეიცვალა მასპინძელი გუნდი (ორმატჩიანი სათასო ტურნირებისათვის გაუქმებულად არ ითვლება ფსონი, რომელიც დადებულია გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე). ერთი და იგივე ქალაქში თამაშის სხვა სტადიონზე გადატანისას, ან/და მისი ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებისას ფსონი გაუქმებულად არ ითვლება.;
      5. 3.1.5 ცალკეულ მატჩზე დადებული ფსონი, მატჩის გადადების ან/და არ ჩატარების შემთხვევაში (2 დღე) უბრუნდება მოთამაშეს. იმ შემთხვევაში, როცა ბილეთში შეტანილია რამდენიმე მატჩის პროგნოზი ერთად და ერთ-ერთი შეხვედრა რაიმე მიზეზით გაუქმდა, ამ მატჩის შედეგი მოთამაშეს გამოცნობილად ჩაეთვლება კოეფიციენტით - 1,0 ხოლო დანარჩენი მატჩების შედეგი კი არსებული წესისი მიხედვით განიხილება;
      6. 3.1.6 თუ მატჩი დამთავრდა და მისი შედეგი დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ გაპროტესტდა და შედეგი შეიცვალა ან/და მატჩი გადათამაშდა, მოგებები გაიცემა პირველი შედეგის მიხედვით. გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ფსონები, რომლებიც ჩამოსულია ორმატჩიანი სათასო ტურნირებში შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის პირველი მატჩის წინ, იმ შემთხვევაში თუ ტექნიკური შედეგი დაფიქსირება მოხდება, მანამდე სანამ ცატარდება მეორე მატჩი. ტურში გატანილი გოლების რაოდენობაზე დადებული ფსონი გაუქმებულად ითვლება და თანხა მოთამაშეს უბრუნდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ტურის რომელიმე მატჩი გადაიდო (ჩაიშალა, შეწყდა, შედეგი არ დაფიქსირდა) და ამ მატჩს შეეძლო გავლენა მოეხდინა ბილეთში შევსებულ პროგნოზზე;
      7. 3.1.7 ფსონი ერთ ვარიანტზე 0.25 ლარზე ნაკლებია.
    2. 3.2 ჩოგბურთი:
      • მოთამაშის დანებების შემთხვევაში ნებისმიერ პოზიციაზე ფსონი უქმდება (მეტი “ტოტალი” ფიქსირდება იმ შემთხვევაში თუ მატჩის შეწყვეტის მომენტში “ტოტალი” უკვე მეტი იყო, შესაბამისად ნაკლები “ტოტალი” ამ შემთხვევაში წაგებულია). ფიქსირდება იმ “სეტის” შედეგები, რომლებიც უკვე დამთავრებული იყო;
      • ფსონები, რომლებიც დადებულია მატჩის დაწყების შემდეგ უქმდება;
      • “ფორები” ითვლება მოთამაშეთა მიერ “გეიმებში” დაგროვილი ქულათა სხვაობით;
      • “ტოტალი” ითვლება მოთამაშეთა მიერ “გეიმებში” დაგროვილი ქულათა ჯამის რაოდენობით;
      • თუ თამაშის “ტოტალი” 15,5 და მატჩი დამთავრდა 6:1, 6:2 (“ტოტალი” -15), მოგებულია ფსონი “ნაკლებ ტოტალზე”. თუ მითითებულია “ტოტალი” 15-ი და მატჩი დამთავრდა 6:1, 6:2 (“ტოტალი” -15), ორივე პოზიციაზე “მეტი”, “ნაკლებ ტოტალზე” ხდება გაყრა.
      • ჩოგბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, წყალბურთში “ფორებსა” და “ტოტალში” “ზეროზე”- როდესაც “ფორა” და “ტოტალი” მოცემულია მთელი რიცხვით (მაგ: 15) და არა წილადი რიცხვით (მაგ: 15.5) ხდება გაყრა;
      • თამაშის ფორმატის შეცვლის შემთხვევაში ყველა პოზიციაზე (“ფორა", "ტოტალი”) ფსონი უქმდება (გარდა მატჩში ერთ-ერთი მოთამაშის გამარჯვებაზე დადებული ფსონისა);
      • ფსონები არ უქმდება თუ შეიცვლება ტურნირის ჩატარების ადგილი ან/და მოედნის საფარი. (კორტების საფარის შესახებ მონაცემები ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს). თუ ჩოგბურთის მატჩი შეწყდა ფსონი ძალაშია ვიდრე მატჩი არ დასრულდება ან ერთ-ერთი მოთამაშე რამე მიზეზით არ გამოეთიშება.
      • ჩოგბურთში არა აქვს მნიშვნელობა წყვილში, რომელი მოთამაშე იქნება დასახელებული პირველ და მეორე პოზიციაზე, მიუხედავად იმისა თუ სად ტარდება ტურნირი.
    3. 3.3. ბიატლონი - (სათხილამურო სახეობები) :
      • “რბოლის გამარჯვებული” – რბოლის გამარჯვებულად ითვლება ის მონაწილე (გუნდი), რომელიც დაიკავებს პირველ ადგილს “პროტოკოლის” მიხედვით (საბოლოო “პროტოკოლად” ითვლება ის ოფიციალური “პროტოკოლი”, რომელიც გამოქვეყნდება რბოლის დამთავრებითანავე, შემდგომი “სანქციები” (დისკვალიფიკაციები) მხედველობაში არ მიიღება). იმ შემთხვევაში თუ რამოდენიმე მონაწილე დაიკავებს ერთი და იმავე ადგილს (მაგ: I ადგილზე გავიდა ორი მონაწილე), მაშინ მათი შესაბამისი კოეფიციენტი გაიყოფა, მათ რაოდენობაზე.
      • “ვინ უკეთ” – გამარჯვებულია ის მონაწილე (გუნდი), რომელიც საბოლოო “პროტოკოლში” უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს. თუ ორივე მონაწილე (გუნდი) გამოეთიშება რბოლას (დისკვალიფიკაციით ან და სხვა მიზეზით) ან ერთ-ერთს საერთოდ არ აუღია სტარტი, მაშინ ფსონი გაუქმებულია. თუ ორიდან ერთ-ერთი გამოეთიშა რბოლას, ფსონი არ უქმდება და გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დაასრულა რბოლა.
      • სპორტული შეჯიბრების 2 დღეზე მეტი ხნით გადადების შემთხვევაში ფსონი გაუქმებულად ითვლება.
  4. ტოტალიზატორი “აჭარაბეთი” იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს და თანხა მოთამაშეს დაუბრუნოს, თუ ბუკმეიკერის მიერ დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა (მაგ: შეცდომის შედეგად პროგრამაში მითითებული კოეფიციენტი აშკარად არ შეესაბამება რეალურ კოეფიციენტს. შეცდომით არის მითითებული წყვილი).
  5. როდესაც სპორტული ტურნირები ტარდება კონკრეტულ ქვეყანაში (ქვეყნებში) მაგ. მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და სხვა. შეიძლება წყვილში გუნდები მითითებული იყოს ტურნირის სქემის მიხედვით, რის შედეგედაც ტურნირის მასპინძელი გუნდი, წყვილში შესაძლებელია დასახელებული იყოს მეორე გუნდად, მიუხედავად ტურნირის მასპინძლის სტატუსისა.
  6. Top IV “ცოცხალის” გათამაშების წესები
    1. 4.1 “ცოცხალის” შედეგების განსაზღვრა ხდება ვიზუალურად, ვიდეო ჩვენების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციის სახით გამოიყენება ოფიციალური ინტერნეტ საიტის მონაცემები.
    2. 4.2 ყველა პოზიცია ეხება მატჩის ძირითად დროს.
    3. 4.3 მატჩის მსვლელობისას გაურკვეველი პოზიციის შემთხვევაში კოეფციენტი 1,0-ის ტოლია.
    4. 4.4 “ცოცხლის” გათამაშების პოზიციები:
      1. 4.4.1 “თამაშის დაწყება” _ მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთის მიერ ბურთის თამაშში შეყვანა.
      2. 4.4.2 “პირველი აუტი” _ მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთის მიერ ბურთის გვერდითა ხაზიდან პირველი ჩამოწოდება. იმ შემთხვევაში თუ გუნდის მოთამაშე აუტის ჩამოწოდების დროს დაარღვევს წესს (ანუ არასწორად ჩამოაწვდის მას და მატჩის მთავარი არბიტი აუტის ჩამოწოდების უფლებას გადასცემს მეორე გუნდს), გამარჯვებულია ფსონი, რომელიც დადებულია გუნდზე რომელმაც პირველად მოიპოვა აუტის ჩამოწოდების უფლება. მიუხედავად იმისა თუ შემდგომში რა გადაწყვეტილებას მიიღებს არბიტრი.
      3. 4.4.3 “პირველი კუთხური” _ მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთის მიერ ბურთის კუთხურის ნიშნულიდან პირველ ჩამოწოდებას. კუთხურების რაოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ კუთხური უნდა იქნეს ჩამოწოდებული მთავარი არბიტრის სასტვენამდე, რომელიც მიუთითებს პირველი ტაიმის ან/და მატჩის დასრულებაზე. არბიტრის სასტვენის მომენტისათვის ჩამოუწოდებელი კუთხური მხედველობაში არ მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხური იყო დანიშნული. ორივე ფსონი წაგებულია თუ მატჩში საერთოდ არ ჩამოწოდდა კუთხური
      4. 4.4.4 “პირველი გაფრთხილება”_ მონაწილე გუნდების მოთამაშეთა მიერ პირველი ყვითელი ან/და წითელი ბარათის მიღება. (ამ სიტუაციაში მხედველობაში არ მიიღება გუნდების მწვრთნელის მიერ მიღებული გაფრთხილება, სათადარიგო ფეხბურთელზე მიცემული „ბარათი“ ითვლება). ასევე ითვლება ბარათიც, რომელიც არბიტრმა ტაიმის ან/და მატჩის დამთავრებისთანავე აჩვენა მოთამაშეს, ვინაიდან მსგავსი გაფრთხილება ჩაიწერება მატჩის უფიციალურ პროტოკოლში. მოთამაშის მიერ მიღებული 1 წითელი ბარათი=2 ყვითელ ბარათს. 2 ყვითელი ბარათის შედეგად მიღებული წითელი ბარათი მხედველობაში არ მიიღება (ერთ მოთამაშეს არ შეუძლია 2 გაფრთხილებაზე მეტის მიღება ერთ მატჩში). გაურკვევლობის შემთხვევაში, “გაფრთხილებების” რაოდენობისა და მათი პერიოდულობის დასადგენად შესაძლებელია იყოს გამოყენებული ოფიციალური ვებ-საიტების მონაცემები. ორივე ფსონი წაგებულია თუ მატჩში საერთოდ არ იქნა ნაჩვენები ყვითელი ან წითელი ბარათი.
      5. 4.4.5 “პირველი გოლი” _ მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთის მიერ პირველი ბურთის გატანა მოწინაღმდეგის კარში. (ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ოფიციალურად არ დაფიქსირებული გოლი). ორივე ფსონი წაგებულია თუ მატჩში საერთოდ არ დაფიქსირდა გოლი.
      6. 4.4.6 “რომელ წუთზე გავა პირველი გოლი” _ მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთის მიერ პირველი ბურთის გატანა მოწინაღმდეგის კარში სათამაშო დროის გარკვეულ მონაკვეთში (დადგენილი სათამაშო დროის რომელ მესამედში გავა პირველი გოლი).
      7. 4.4.7 “კუთხურების რაოდენობა” _ გუნდების მიერ, კუთხურის ნიშნულიდან ჩამოწოდებული ბურთების ერთობლიობა (იხილეთ: პუნქტი 4.4.3).
      8. 4.4.8 “გატანილი გოლები” _ „რამდენი გოლი გავა“ _ გუნდების მიერ გატანილი გოლების ერთობლიობა.
      9. 4.4.9 “გაფრთხილებების რაოდენობა” მონაწილე გუნდების მოთამაშეთა მიერ მიღებული ყვითელი ან/და წითელი ბარათების ერთობლიობა. (იხილეთ პუნქტი 4.4.4).
      10. 4.4.10 “რომელი გუნდი ჩამოაწვდის მეტი კუთხურის” _ მონაწილე გუნდების მიერ ჩამოწოდებული “კუთხურების” რაოდენობის შედარება.
      11. 4.4.11 “დაინიშნება თუ არა პენალტი” - მონაწილე გუნდების კარებში დანიშნული პენალტი.
      12. 4.4.12 “რომელი უფრო ადრე იქნება” _ მონაწილე გუნდების მოთამაშეები უფრო ადრე გაიტანენ გოლს თუ მიიღებენ გაფრთხილებას. ორივე ფსონი წაგებულია თუ მატჩში საერთოდ არ დაფიქსირდა გოლი და არ იქნა ნაჩვენები ბარათი.
      13. 4.4.13 “გავა თუ არა გოლი ორივე ტაიმში” – იქნება თუ არა გატანილი გოლი მატჩის ორივე ტაიმში (I და II ტაიმი).
    5. 4.5 მატჩის შეწყვეტის შემთხვევაში, (თუ მატჩი არ შედგა 2 დღის განმავლობაში), მოგებები გაიცემა მხოლოდ დაფიქსირებულ და გარკვეულ პოზიციებზე, ანუ პირობებზე რომლებზეც მატჩის შემდეგ განვითარებას გავლენის მოხდენა არ შეეძლო (მაგ: თუ რომელიმე მატჩი შეწყდა და ამ დროისათვის უკვე დაფიქსირებულია ანგარიში 2:1, მოგებები გაიცემა ფსონზე, რომლებიც დადებულია 2,5 და მეტ გოლზე, ხოლო გოლების ნაკლებობაზე დადებული ფსონები წაგებულად ითვლება). გაურკვეველი პოზიციები, (ანუ პოზიციები, რომლებზეც მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გავლენის მოხდენა შეეძლოთ) კი ჩაითვლება 1,0-ის კოეფიციენტად.
    6. 4.6 მატჩის შეწყვეტისა ან/და 2 დღის (პუნქტი: 3.1.2) განმავლობაში ხელახლა დაწყების შემთხვევაში, ამ კონკრეტულ მატჩზე მიიღება ახალი ფსონები. ხოლო რაც შეეხება პირველ გადადებულ მატჩს, მასში გამოცნობილად ითვლება ის ფსონები, რომლებიც მატჩის ჩაშლამდე ან/და მის გადადებამდე იქნა დაფიქსირებული, ხოლო სხვა დანარჩენი პოზიციები კი 1.0-ის კოეფიციენტად ჩაითვლება.
    7. 4.7 მატჩის გადადებიდან ან/და შეწყვეტიდან 2 დღის (პუნქტი: 3.1.2) განმავლობაში მის განახლების შემთხვევაში (მაგ. მატჩი შეწყდა მე-16 წუთზე და ის განახლდა მე-16-ე წუთიდან) ყველა ფსონი ძალაში რჩება მატჩის საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე. იმ შემთხვევაში თუ მატჩი გაგრძელდა 2 დღეზე მეტი ვადის გასვლის შემდგომ, შესაძლებელია ამ მატჩზე (ანგარიშისა და სათამაშო დროის გათვალისწინებით) გამოქვეყნდეს ახალი კოეფიციენტები, შესაბამისად პოზიციების დაფიქსირებაც მოხდება მხოლოდ ახალი მატჩის მიხედვით.
    8. 4.8 “ცოცხალი” თამაშის გადადების შემთხვევაში თუ ის არ ჩატარდა დადგენილი ვადიდან 2 დღის ვადაში (პუნქტი: 3.1.2), ყველა პოზიციაზე დაფიქსირდება 1.0-ი კოეფიციენტი.
    9. 4.9 იმ შემთხვევაში თუ არ მოხერხდა მატჩის ტრანსილაცია და მატჩის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში ვერ იქნა მოპოვებული მისი ვიდეო-ჩანაწერი, ყველა პოზიციაზე კოეფიციენტი ჩაითვლება 1,0-ად. გარდა შემდეგი პოზიციებისა: “პირველი გაფრთხილება”, “გაფრთხილებების რაოდენობა”, “პირველი გოლი”, “რომელ წუთზე გავა პირველი გოლი”, “დაინიშნება თუ არა პენალტი”, “რომელი უფრო ადრე იქნება, გოლი თუ ბარათი”, “გავა თუ არა გოლი ორივე ტაიმში”, “გოლების რაოდენობა”. ამ შემთხვევაში პოზიციების შედეგი დაფიქსირდება ოფიციალური ვებ-საიტების მეშვეობით.
    10. 4.10 ვინ უკეთ ითამაშებს-წყვილში დასახელებული გუნდებიდან გამარჯვებულია ის, რომელიც უკეთესი შედეგით დაასრულებს საკუთარ შეხვედრას (მოგება, ფრე. წაგება). იმ შემთხვევაში თუ გუნდები საკუთარ მატჩებს დაასრულებენ ერთი და იგივე შედეგით (ორივე მოიგებს, ორივე წააგებს ან ორივე ფრედ ითამაშებს) გამარჯვებულია გუნდი რომელიც უკეთესი ბალანსით, გატანილი-გაშვებული ბურთები, დაასრულებს საკუთარ შეხვედრას (მაგ: “იუვენტუსი”-“ზენიტი” 2-0, “რეალი”-“ბატე” 3-2, ამ შემთხვევაში “იუვენტუსი”-“რეალის” წყვილში გამარჯვებულია “იუვენტუსი”), თუ ეს პარამეტრიც ერთნაირია (მაგ: “ბარსელონა”-“სპორტინგი” 3-1 და “ჩელსი”-“ბორდო” 2-0) გამარჯვებულია ის გუნდი რომელმაც მასპინძლის რანგში თამაშისას გაუშვა ნაკლები გოლი, ხოლო სტუმარი გუნდებიდან გამარჯვებულია გუნდი, რომელმაც მეტი გოლის გატანა შეძლო. ამ კონკრეტული მაგალითის მიხედვით “ბარსელონა”-“ჩელსის” წყვილში გამარჯვებულია “ჩელსი”, ხოლო, “სპორტინგი”-“ბორდოს” წყვილში კი “სპორტინგი”. თუ ამ კრიტერიუმითაც ვერ მოხდა გამარჯვებულის გამოვლენა (მაგ: ორივე გუნდმა მოიგო 1-0), მაშინ ფსონი უქმდება (კოეფიციენტი 1.0). წყვილში დასახელებული გუნდების (ორივესი ან ერთ-ერთის) მატჩის (მატჩების) 3 დღეზე მეტი ვადით გადადების შემთხვევაში ფსონი უქმდება (კოეფიციენტი 1.0);
    11. 4.11 “სუპერლაივი”-ფსონების მიღება მატჩის მსვლელობისას. ძირითად შედეგზე, მატჩის ტოტალზე (რომელიც შეიძლება შეიცვალოს მატჩის მიმდინარეობისას) და შემდეგ გოლზე (I, II და ა.შ). სუპერლაივზე ფსონების მიღების ხანგრძლივობა მატჩიდან გამომდინარე არ არის რეგლამენტირებული.
  7. Top V. ანგარიში და დეპოზიტის მართვის წესები:
    1. 5.1 მოგებული თანხა ავტომატიურად დაირიცხება თქვენს დეპოზიტზე, შესაბამისად წაგებული თანხა კი ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან.
    2. 5.2 თუ თქვენს ბალანზე არსებული თანხა მინიმალურ ფსონზე ნაკლებია, თქვენს მიერ დადებული ბილეთი არ იქნება დაფიქსირებული, რადგანაც “აჭარაბეთი” არ ითვალისწინებს კრედიტში თამაშს.
    3. 5.3 მოთამაშე პირადად არის პასუხისმგებელი საკუთარ “პაროლზე”, ანგარიშზე და თამაშის ისტორიაზე. მისი დაკარგვის ან/და სხვა პირზე გაცემის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ მოთამაშეს ეკისრება.
    4. 5.4 ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულებისას კლიენტი ვალდებულია ”აჭარაბეთს” წარმოუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი პირადად ან გამოაგზავნოს მისი მონაცემები ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
    5. 5.5 ”აჭარაბეთის” ვებ-გვერდზე არსებული დეპოზიტების არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევაში, (ბალანსის ელექტრონული სიტემებითა და სხვა საშუალებებით შევსებისას და შესაბამისად დეპოზიტზე არსებული თანხის ნაწილის ტოტალიზატორ ”აჭარაბეთის” სისტემაში ფსონზე დაუდებლობის შემთხვევაში) ”აჭარაბეთის” იტოვებს უფლებას, მომხმარებელს დეპოზიტზე არსებული თანხის გატანის მომენტში, გატანილი თანხიდან, საკომისიოს სახით ჩამოაჭრას 3% (სამი).
  8. Top VI. განსაკუთრებული პირობები.
    1. 6.1 კოეფიციენტთა სიის გამოქვეყნების მომენტიდან ტოტალიზატორ “აჭარაბეთს” უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს, შეამციროს, გაზარდოს ან/და საერთოდ გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი. ამ შემთხვევაში ერთადერთ მოქმედ კოეფიციენტად მიიჩნევა ის კოეფიციენტი, რომელიც დაფიქსირებულია ტოტალიზატორ “აჭარაბეთის” კომპიუტერულ პროგრამაში.
    2. 6.2 ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება და ამ შემთხვევაში ტოტალიზატორი “აჭარაბეთი” იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში “აჭარაბეთი” იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს.
    3. 6.3 იმ შემთხვევაში თუ კოეფიციენტი ან/და შედეგი შეცდომით იქნა შეყვანილი და ამ შეცდომის შედეგად მოთამაშეს დაერიცხა ზედმეტი თანხა, ტოტალიზატორი “აჭარაბეთი” იტოვებს უფლებას, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება და ჩამოაჭრას მოთამაშეს შეცდომით დარიცხული თანხა.
    4. 6.4 ტოტალიზატორი “აჭარაბეთი” არ იღებს პასუხისმგებლობას და პრეტენზიებს არ განიხილავს, სპორტული შეჯიბრებების სიაში გუნდების, მოთამაშეების და ა.შ. სახელწოდებების თარგმანის სიზუსტეზე. ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარკვეული სპორტული შეჯიბრების დასახელებას, ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი არაკორექტულობა არ შეიძლება გახდეს ფსონის გაუქმების წინაპირობა.
    5. 6.5 ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება ბილეთის დადებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება.
    6. 6.6 ნებისმიერი ფსონის შესახებ ინფორმაცია ინახება ტოტალიზატორ “აჭარაბეთის” მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონულ არქივში შენახულ და დაცულ ჩანაწერს.
    7. 6.7 წინამდებარე წესდებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    8. 6.8 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათამაშო ბიზნისის რეგულირების სამსახურთან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, ტოტალიზატორი “აჭარაბეთი” იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე წესებში.
    9. 6.9 მხარეები არ აგებენ პასუხს, წინამდებარე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გარემოებებით და რომელიც არ არის დამოუკიდებული მხარეებზე. კერძოდ, სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულებები, რევეოლუციები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის გამოცხადება ან სხვა სახის უბედურებები, რომლებიც ხდება იმ რაიონში, რომლებიც ოფიციალურად ითვლებიან ზემოთხსენებული მოვლენების გავლენის ქვეშ.
    10. 7.0 ტოტალიზატორ “აჭარაბეთის” ვებ-გვერდის მისამართები: www.adjarabet.com, www.adjarabet.ge
    11. 7.1 წინამდებარე წესდება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ის სავალდებულოა ტოტალიზატორ “აჭარაბეთის” ყველა მოთამაშისათვის.
შპს “კონტრასტ+” –ის
დირექტორი: /ი. სვანიძე/

პირადი ანგარიში

მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებლებისათვის

მომხმარებლის მენიუ

მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებლებისათვის
ფანჯრის დახურვა
Hide user bar
Copyright © Adjarabet 2006. Designed by Radical Studio